სალაჰამდე, ვინ შეასრულა უკანასკნელად ჰეტ-ტრიკი ოლდ ტრაფორდზე მეტოქის რანგში?
როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპულმა" სტუმრად მიწასთან გაასწორა "მანჩესტერ იუნაიტედი", ანგარიშით 5:0. მერსისაიდელების მხრიდან ჰეტ-ტრიკი მოჰამედ სალაჰმა მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ ეგვიპტელ თავდამსხმელამდე, "ოლდ ტრაფორდზე" სამი გოლის გატანა მოახერხა ლეგენდარულმა ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდომ, 2003 წელს.
საუბარია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაზე "წითელ ეშმაკებსა" და მადრიდის "რეალს" შორის, რომლიც 4:3 დასრულდა. "სამეფო კლუბის" მხრიდან 3-ვე გოლი სწორედ ბრაზილიელმა გაიტანა.
როგორც ვხედავთ, "ბლანკოსის" საკულტო ფორვარდის მიღწევა ხელუხლებელი 18-წლის განმავლობაში რჩებოდა. ნავსი სწორედ საოცარ ფორმაში მყოფმა "წითლების" ლიდერმა გატეხა.