ავტორიზაცია

რომანიოლის ახალი გუნდი ცნობილია - იტალიური პრესა

რომანიოლის ახალი გუნდი ცნობილია - იტალიური პრესა
თარიღი 25 ოქტ 2021, 10:28

პრაქტიკულად ოფიციალურად დადასტურდა, რომ "მილანის" კაპიტანი, ალესიო რომანიოლი თავის ამჟამინდელ გუნდთან ხელშეკრულებას აღარ გაახანგრძლივებს.

calciomercato.com-ის მტკიცებით, ცნობილი გახდა იტალიელი ცენტრალური მცველის ახალი კლუბიც, რომელშიც ის 2022 წლის ივნისში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

საუბარია ტურინის "იუვენტუსის" შესახებ, რომელმაც "როსონერის" უკანახაზელთან სიტყვიერ შეთანზმებას უკვე მიაღწია. 26-წლის ცენტრბექის ხელფასი "ბებერ ქალბატონში" 5 მილიონი იქნება.

შეგახსენებთ, რომანიოლი "შავ-წითლებში" თამაშობს 2015 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 229 შეხვედრაში 8 გოლის გატანა მოახერხა. იტალიელის წინა კლუბი "რომა" იყო.