ავტორიზაცია

"დინამო: კლუბი, რომლის ჰეგემონია საქართველოში დაემხო", - რუსულ პრესაში თბილისური გუნდი ახსენეს

"დინამო: კლუბი, რომლის ჰეგემონია საქართველოში დაემხო", - რუსულ პრესაში თბილისური გუნდი ახსენეს
თარიღი 25 ოქტ 2021, 10:49

ბლოგმა სახელწოდებით "Всё о футболе и немного более"-მ თბილისის "დინამო" გაიხსენა. რუსებმა ქართული კლუბი გაიყვანეს პოსტ-საბჭოთა სივრცის იმ გუნდებს შორის, რომლებმაც თავის ქვეყანაში ძველი დიდება დაკარგეს.

კიევის "დინამოსა" და მოსკოვის "სპარტაკთან" ერთად, ნახსენებები არიან "ლურჯ-თეთრებიც" - "თასების თასის გამარჯვებული და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის 2-გზის ტრიუმფატორი.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ, საქართველოს პირველობა სწორედ დინამოს დომინირებით მიმდინარეობდა - 1990-1999 წლებში, ჩემპიონი სწორედ აღნიშნული გუნდი ხდებოდა.

დროთა განმავლობაში გამოჩნდნენ კონკურენტები და თბილისელთა ჰეგემონია ნელ-ნელა დაემხო. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ საქართველოს პირველობის 32-წლიან ისტორიაში, 14 შემთხვევაში ჩემპიონები ისინი ვერ გახდნენ.

დიახ, "ლურჯ-თეთრების" ანგარიშზეა 18 ტიტული, დანარჩენი თასები კი სხვა კლუბებმა მოიგეს. აღსანიშნავია ის, რომ მიმდინარე სეზონში, ისინი მოქმედი ჩემპიონები არიან".

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 31 ტურის შემდეგ, კახაბერ ცხადაძის გუნდი არის მეორე ადგილზე და ლიდერ ბათუმის "დინამოს" ოთხი ქულით ჩამორჩება.