ავტორიზაცია

რა უთხრა ანჩელოტიმ კუმანს ელ კლასიკოს დასრულების შემდეგ?

რა უთხრა ანჩელოტიმ კუმანს ელ კლასიკოს დასრულების შემდეგ?
თარიღი 25 ოქტ 2021, 11:00

"ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" დაპირისპირების დასრულების შემდეგ, ოპერატორებმა ერთმანეთში მოსაუბრე გუნდების მთავარი მწვრთნელები დააფიქსირეს.

ისმის კითხვა - რა უთხრა კარლო ანჩელოტიმ რონალდ კუმანს? პასუხი თავად იტალიელმა სპეციალისტმა გასცა - "რა ვუთხარი კუმანს? მე მას კოლეგიალური მხარდაჭერა გამოვუცხადე.

მწვრთნელობა ძალიან რთული საქმეა, თუმცა გარემოებებმა არ უნდა გაგვტეხოს, მთავარი წინსვლაა", - განაცხადა "სამეფო კლუბის" ტაქტიკოსმა, რომელმაც გუშინ ჰოლანდიელს აჯობა.

შეგახსენებთ, რომ "ბლანკოსმა" კატალონიელები სტუმრად ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ანჩელოტის გუნდის მხრიდან გოლები დავიდ ალაბამ და ლუკას ვასკესმა გაიტანეს.

ლა ლიგაში ჩატარებული 9 შეხვედრის შემდეგ, "რეალი" 20 ქულით მეორე ადგილზე არის. მადრიდელები ლიდერ "რეალ სოსიედადს" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან.