ავტორიზაცია

პიკე კარიერის დასრულების შესახებ: "მართალია, არ ვარ ყველაზე სწრაფი, თუმცა..."

პიკე კარიერის დასრულების შესახებ: "მართალია, არ ვარ ყველაზე სწრაფი, თუმცა..."
თარიღი 25 ოქტ 2021, 12:23

"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ კარიერის შესაძლო დასრულების შესახებ ისაუბრა. კატალონიელმა უკანახაზელმა აღნიშნა, რომ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებაზე ის ჯერ არ ფიქრობს.

"როდესაც ვიგრძნობ დაღმასვლას, ფეხბურთიდან წავალ, თუმცა ამის შესახებ საუბარი ჯერ ადრეა. მართალია, არ ვარ ყველაზე სწრაფი, თუმცა საუკეთესოებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ჯერ კიდევ შემიძლია.

სანამ ვიქნები ასე, თამაშს გავაგრძელებ. არ მსურს ხშირად საუბარი იმის შესახებ, რაც უახლოეს მომავალში არ მოხდება", - განაცხადა კატალონიელთა აღზრდილმა ცენტრბექმა.

შეგახსენებთ, "ბლაუგრანას" მცველი თავისი მშობლიური კლუბის მთავარ გუნდში თამაშობს 2008 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 577 შეხვედრაში 51 გოლი გაიტანა.