ავტორიზაცია

"მამარდაშვილი Fifa 22-ში თქვენს კარს საიმედოდ დაიცავს", - Goal.com-ი ქართველი მეკარის შესახებ

"მამარდაშვილი Fifa 22-ში თქვენს კარს საიმედოდ დაიცავს", - Goal.com-ი ქართველი მეკარის შესახებ
თარიღი 25 ოქტ 2021, 12:40

Goal.com-მა შეაფასა ახალგამოსული Fifa 22-ი, რომელშიც გიორგი მამარდაშვილიც ფიგურირებს. მეტიც, პოპულარულმა გამოცემამ ქართველი მეკარე 50 საუკეთესო ახალგაზრდა კიპერს შორის მე-3 ადგილზე გაიყვანა.

"განვიხილავთ მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიული მეკარეების შესაძლებლობებს კარიერულ რეჟიმში. ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში, ნებისმიერი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია საიმედო მეკარის ყოლა.

ასეთი თქვენი გუნდისთვის შესაძლოა იყოს მამარდაშვილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი კარის დარაჯია. მას ტოპ-ლიგაში თამაშის გამოცდილებაც აქვს.

ვალენსიაში ჩატარებულმა მატჩებმა აჩვენა, რომ ქართველი მეკარეს რეალურად შეუძლია გახდეს მნიშვნელოვანი ფიგურა თავისი გუნდისთვის", - წერს Goal.com-ი.

"ღამურების" გოლკიპერზე წინ, გამოცემამ დააყენა მხოლოდ ორი კარის დარაჯი - მარტენ ვანდევორდტი ("გენკი") და ხარის ჩატიგავრიელი ("აპოელი"), შემდეგ კი უკვე ჩვენი სტატიის გმირი მოდის.

შეგახსენებთ, 20-წლის მეკარე "მურსელაგოსის" სასტარტო შემადგენლობაში იდგა ლა ლიგის პირველ ექვს შეხვედრაში. ამის გარდა, "ლოს ჩესის" 28-ე ნომერი ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის სიმბოლურშიც მოხვდა.