ავტორიზაცია

ტრავმა კიდევ უფრო სერიოზული აღმოჩნდა - ჰოლანდს 2021 წელს მოედანზე ვეღარ ვიხილავთ?

ტრავმა კიდევ უფრო სერიოზული აღმოჩნდა - ჰოლანდს 2021 წელს მოედანზე ვეღარ ვიხილავთ?
თარიღი 25 Oct 2021, 17:46

დორტმუნდის „ბორუსიას“ ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდი ბარძაყის ტრავმისგან გამოჯანმრთელებას აგრძელებს. 

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, ნორვეგიელი თავდამსხმელი საფეხბურთო მოედანზე შესაძლოა 2021 წლის ბოლომდე ვერ გავიდეს, რადგან ტრავმა იმაზე სერიოზულია, ვიდრე თავდაპირველად იყო ნავარაუდები.

რამდენიმე დღის წინ, „ფუტკრების“ მთავარმა მწვრთნელმა, მარკო როზემ დაადასტურა, რომ ჰოლანდს ტრავმის გამო რამდენიმე კვირა გაუცდება. თუმცა, როგორც ჩანს, საქმე არა უბრალოდ რამდენიმე კვირას, არამედ რამდენიმე თვესაც კი ეხება.

არც ისე დიდი ხნის წინ, ჰოლანდმა ტრავმის გამო დაახლოებით ერთი თვე გამოტოვა და „მაინცთან“ მატჩში დაბრუნდა, რომელშიც დუბლი მიითვალა, შემდეგ „აიაქსთან“ წაგებულ ჩემპიონთა ლიგის მატჩშიც ითამაშა და კვლავ ტრავმა მიიღო.