"ისეთი რამ მომწერა, რაც ჩემთვის არასდროს არავის მოუწერია", - ვანდა ნარა იკარდის შეურიგდა
"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მეუღლემ და აგენტმა, ვანდა ნარამ ქმართან შერიგება დაადასტურა.
"ჩემს მიერ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე გამოქვეყნებული ფოტოები ამტკიცებს, რამდენად კარგად და როგორი ბედნიერები ვიყავით. მომხდარმა ძლიერი ტკივილი მომაყენა".
"მაუროს ყოველდღე განქორწინებას ვთხოვდი. როცა მიხვდა, სხვა გზა არ იყო, მითხრა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და თუ განშორება ტკივილის დასრულების ერთადერთი გზა იყო, მაშინ ეს უნდა გაგვეკეთებინა. ადვოკატთან მივედით. ორ დღეში მაურო ყველა პირობას დათანხმდა და ხელშეკრულება გავაფორმეთ".
"მომდევნო დღეს ისეთი რამ მომწერა, რაც ჩემთვის არასდროს არავის მოუწერია: "მე შენ ყველაფერი მოგეცი და ყველაფერი გაქვს, იმედი მაქვს, ბედნიერი იქნები, რადგან მე ეს გამაბედნიერებს". მაშინვე რაღაცას მივხვდი: მის გარეშე არაფერი მაქვს".
"დარწმუნებული ვარ, ჩვენს მიერ განვლილი ცუდი პერიოდი გაგვაძლიერებს როგორც წყვილს და ოჯახს. მთავარი ის არის, რომ ორივეს გვქონდა თავისუფლება, რომელსაც შეიძლებოდა ჩვენი 8-წლიანი ისტორია დაესრულებინა. მაგრამ არჩევანი თავისუფლად გავაკეთეთ. მე შენ მიყვარხარ, მაურო იკარდი", - წერს ვანდა სოციალურ ქსელში.
ვანდა ნარამ 16 ოქტომბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არგენტინელმა ფორვარდმა მას უღალატა. სპორტსმენის ცოლმა თავისი გვერდიდან მაუროსთან ერთად გადაღებული ყველა ფოტო წაშალა. წყვილი ორ საერთო შვილს ზრდის. ვანდა იკარდიმდე ამ უკანასკნელის ყოფილ მეგობარ მაქსი ლოპესზე იყო დაქორწინებული, ვისგანაც სამი შვილი ჰყავს.