ავტორიზაცია

"ვიღაცებმა მოკეტეთ!" - ქეცბაია კვიპროსში გააბრაზეს

"ვიღაცებმა მოკეტეთ!" - ქეცბაია კვიპროსში გააბრაზეს
თარიღი 26 Oct 2021, 11:56

ანორთოსისი მიმდინარე სეზონში საშინელ ფორმაშია. თემურ ქეცბაიას გუნდმა მე-7 ტურში ამჯერად აეკ ლარნაკასთან 1-2 წააგო და სატურნირო ცხრილში ძალიან უკან არიან.

მატჩის შემდეგ გულშემატკივრებზე გაბრაზებულმა თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა.

"გარკვეულ ეტაპზე, ყველას უწევს გამოცდის ჩაბარება. როგორც მწვრთნელს და ფეხბურთელებს, ისევე ქომაგს, გუნდის სიყვარულის მიმართ. როგორც ჩანს, ზოგიერთს ავიწყდება ანორთოსისის უტიტულო 13 წელი და ის, თუ რა გავაკეთეთ გუნდში უკანასკნელ 2 წელში.

უმადურობას თავისი საზღვარი აქვს და ახლა გუნდს მხარდაჭერა სჭირდება. აქ გუშინ არ მოვსულვართ და დღეს ამ ვითარებაში არ აღმოვჩენილვართ. არ მინდა, გავამხილო მოსამზადებელი ეტაპისას რისი გამოვლა მოგვიწია. თუ ეს კლუბი მართლა გიყვართ, მას მხარი უნდა დაუჭიროთ.

ყველაფრის პატიება შემიძლია, უმადურობის გარდა. ეს ყველაზე საშინელი რამაა. ამიტომ, ზოგიერთმა უნდა მოკეტოს და თუ გუნდი გიყვართ, გვერდში დაგვიდექით," - განაცხადა თემურ ქეცბაიამ აეკ ლარნაკასთან მარცხის შემდეგ.

7 ტურის შემდეგ ანორთოსისი 6 ქულით ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა. ამას გარდა, კონფერენს ლიგის ჯგუფში 3 ტურის შემდეგ კლუბს მხოლოდ 1 ქულა აქვს.