"ფეხბურთელებისთვის თითქოს სულერთი იყო", - მანჩესტერის ექს-ფეხბურთელმა გუნდი ლივერპულთან წაგების გამო გააკრიტიკა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-ნახევარმცველმა, ბრაიან რობსონმა, გუნდის „ლივერპულთან“ განცდილ მტკივნეულ მარცხზე (0:5) ისაუბრა.
„ემიუში ხალხისთვის შანსის მიცემას არიან მიჩვეულები. ახლა სოლსკიაერსაც აქვს შანსი სიტუაცია სწრაფად გამოასწოროს. არ შეიძლება ასე თამაში, მითუმეტეს „მანჩესტერის“ მთავარი მეტოქის წინააღმდეგ.
ეს ფეხბურთელები ფინალებში არიან ნამყოფი, წარმატებისთვისაც მიუღწევიათ, მაგრამ დაუშვებელია, რომ ისინი ასე თამაშობენ მაშინ, როცა რჩებოდა შთაბეჭდილება, თითქოს კლუბმა წინსვლა დაიწყო.
გასულ სეზონში მეჩვენებოდა, რომ ოლემ თამაში დაალაგა. დაწყება არ გამოუვიდა, თუმცა შემდეგ გასვლაზე ბევრმატჩიანი წაუგებელი სერია იყო. თითქოს, დაცვაში კარგები ვიყავით და შემდეგ რონალდუც დავიმატეთ, ანუ კლუბს წინ ნაბიჯი უნდა გადაედგა. თუმცა, ამ შეხვედრაში მათთვის თითქოს სულერთი იყო. ფანები იმედგაცრუებულები უნდა იყვნენ.
„ლივერპული“ ჩვენს დაცვას ყველა შეტევაში არღვევდა. რთულია დაასახელო ერთი ასპექტი მაინც, რომელშიც კარგები ვიყავით.“ - აღნიშნა რობსონმა.