"ლივერპული 30 წუთში მეტოქის კარში ურტყამს იმდენჯერ, რამდენჯერაც იუვე ერთი თვის მანძილზე", - ინტერის ექს-მცველი
მილანის "ინტერის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, დანიელე ადანიმ მწვავედ გააკრიტიკა როგორც ტურინის "იუვენტუსი", ისე ზოგადად იტალიური ფეხბურთი.
"შედარებაც არ მინდა ერთმანეთში მანჩესტერი-ლივერპულისა და ინტერი-იუვენტუსის. მერსისაიდელებმა 30 წუთში განახორციელეს იმდენი დარტყმა, რამდენსაც ტურინელები ერთ თვეს ანდომებენ.
იტალიური დერბი იყო ცუდი შოუ, რომელსაც მთელმა საფეხბურთო სამყარომ უყურა. ცუდია, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ფეხბურთის მთავარ მოვლენად ითვლება.
ეს იყო ნამდვილი ანტი-რეკლამა და ყველაფერთან ერთად, ფეხბურთელები შეხვედრის ბოლოსკენ იცინოდნენ კიდეც", - განაცხადა ვეტერანმა იტალიელმა უკანახაზელმა.