ავტორიზაცია

"ოქროს ბურთს მოიგებს მესი ან რონალდუ, რადგან ამერიკასა და აფრიკაში სხვა არავინ იციან", - უეფას ვიცე-პრეზიდენტი

"ოქროს ბურთს მოიგებს მესი ან რონალდუ, რადგან ამერიკასა და აფრიკაში სხვა არავინ იციან", - უეფას ვიცე-პრეზიდენტი
თარიღი 27 Oct 2021, 12:21

უეფას ვიცე-პრეზიდენტმა, ზბიგნევ ბონეკმა ოქროს ბურთის გათამაშებასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო და შეიძლება ითქვას, უცნაური განცხადება გააკეთა.

"ოქროს ბურთს მესი ან რონალდუ მოიგებს. ფეხბურთელებს ხმას აძლევენ ამერიკიდან, აფრიკიდან - იქ კი მათ გარდა არავინ იციან. არგენტინელმა მოიგო კოპა ამერიკა, მათთვის ეს საკმარისია.

ჩემი აზრით, წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება უნდა გათამაშდეს ლიონელს, ლევანდოვსკისა და ჟორჟინიოს შორის. პირადად მე, პირველ ადგილზე პოლონეთის ნაკრების კაპიტანს ვაყენებ.

დიახ, პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელი არის სხვა პლანეტიდან, იტალიელმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა კი მოიგო ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა, თუმცა რობერტმა ეს ჯილდო სხვებზე მეტად დაიმსახურა".