"რონალდუს ეგოიზმმა შეიწირა სარი და პირლო, შემდეგი სოლსკიაერია", - The Guardian-ის ჟურნალისტი

The Guardian-ის ჟურნალისტმა, ჯონატან უილსონმა მწვავედ გააკრიტიკა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ. ინგლისელმა პორტუგალიელის სუსტ მხარეებზე ისაუბრა:
"რონალდუს ეგოიზმმა შეიწირა სარი და პირლო, შემდეგი სოლსკიაერია. ყოველი გუნდი, რომელშიც თამაშობს ის, ხდება მისი საკუთრება, ასე იყო იუვენტუსში და ასეა მანჩესტერშიც.
პორტუგალიელი თავდამსხმელი თითოეულ გუნდს ხდის საკუთარ თავზე ზედმეტად დამოკიდებულს და ამასთან ერთად, ის მცველებს საერთოდ არ ეხმარება. კრიშტიანუს მხოლოდ მთავარი გმირობა უნდა.
გასაგებია, რომ ბუნებით ის არის ბომბარდირი, თუმცა ფეხბურთი შეიცვალა და მხოლოდ რეკორდებზე ფიქრი გუნდს არაფერს მოუტანს", - განაცხადა The Guardian-ის რეპორტიორმა.


