კლოპი კუმანის შემცვლელად — ბარსელონას დიდი გეგმები აქვს და უკვე გააქტიურდა
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი "ბარსელონას" ყურადღებას იპყრობს, რომელმაც შესაძლოა რონალდ კუმანი დაითხოვოს.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport იტყობინება, 54 წლის გერმანელი კატალონიურ გრანდში დანიშვნის მთავარი კანდიდატია.
გავრცელებული ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფრები" ცდილობენ კლოპის გრძელვადიანი გეგმების შესახებ შეიტყონ.
თავის მხრივ, იურგენს მოქმედი ხელშეკრულების ვადა მერსისაიდულ კლუბთან 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს.
შეგახსენებთ, კუმანის "ბარსელონა" მიმდინარე სეზონში საშინლად გამოიყურება - კატალონიელები ლა ლიგაში 15 ქულით მე-9 ადგილს იკავებენ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში კი მე-3 პოზიციაზე არიან.