ავტორიზაცია

კუმანის ბოლო სიტყვები ბარსელონაში - თბილი და ემოციური დამშვიდობება თავის ერთ-ერთ შეგირდთან

კუმანის ბოლო სიტყვები ბარსელონაში - თბილი და ემოციური დამშვიდობება თავის ერთ-ერთ შეგირდთან
თარიღი 28 Oct 2021, 13:37

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" რონალდ კუმანი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. Mundo Deportivo-ს მტკიცებით, ბოლო ადამიანი, რომელსაც ჰოლანდიელი კატალონიაში გაესაუბრა ანსუ ფატი იყო.

"ბლაუგრანას" ახლა უკვე ყოფილი დამრიგებელი ესპანელ თავდამსხმელს თბილად და ემოციურად დაემშვიდობა - "იყავი ის, რაც ხარ. მესისთან შედარებას ყურადღება არ მიაქციო.

ის ასეთი არის ერთადერთი, შენ კი ხარ ფატი და საკუთარი ისტორია თავად უნდა დაწერო", - განუცხადა 58-წლის თავკაცმა "ლურჯ-ბროწეულისფრების" აღზრდილს.

როგორც ცნობილი ხდება, კუმანს "კამპ ნოუზე" ხავი ერნანდესი შეცვლის. "ბარსელონა" კატალონიელი დამრიგებლის "ალ-სადიდან" გადმოყვანაზე უკვე აქტიურად მუშაობს.

რაც შეეხება კატალონიელთა ახალ ათიანს, მძიმე ტრავმისა და თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, მის ანგარიშზე უკვე ექვსი შეხვედრა და ორი გატანილი გოლია.