ავტორიზაცია

სრული სვლით სატიტულო ბრძოლისკენ - ჭიკაძე UFC-ის ივენთის მთავარ დუელში ზედიზედ მეორედ გამოვა

სრული სვლით სატიტულო ბრძოლისკენ - ჭიკაძე UFC-ის ივენთის მთავარ დუელში ზედიზედ მეორედ გამოვა
თარიღი 29 ოქტ 2021, 10:10

ოფიციალურად დადასტურდა, რომ გიგა ჭიკაძე UFC Fight Night 200-ის მთავარი ბრძოლის მონაწილე იქნება. ქართველი მოჩხუბრის მოწინააღმდეგე კი კელვინ კატარი არის.

აღნიშნული ღონისძიება 2022 წლის 15 იანვარს გაიმართება. "ნინძამ" და ამერიკელმა მებრძოლმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს, დარჩენილია რამდენიმე წვრილმანი დეტალის მოგვარება.

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც 33-წლის მებრძოლი მონაწილეობას UFC-ის ივენთის მთავარ მოვლენაში იღებს. ჭიკაძემ გასულ აგვისტოს იგივე ვითარებაში ედსონ ბარბოზა დაამარცხა.

რაც შეეხება ქართველის მოწინააღმდეგეს, "ბოსტონ ფინიშერის" ანგარიშზეა 22 მოგება და ხუთი მარცხი. კატარი თავის უკანასკნელ ბრძოლაში მაქს ჰოლოუეისთან დამარცხდა.