რას ვუყუროთ დღეს? - სოლსკიაერის ბოლო შანსი, ბარსელონა კუმანის გარეშე და კიდევ 10-ზე მეტი ტოპ-მატჩი
დღეს, საფეხბურთო მოედანზე ევროპის თითქმის ყველა ტოპ-კლუბი გამოვა. განვიხილოთ საინტერესო დაპირისპირებები ლა ლიგაში, პრემიერ ლიგაში, სერია ა-სა და ბუნდელსიგაში.
პრემიერ ლიგა
დღის მთავარი დაპირისპირება გაიმართება ლონდონში, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედი" "ტოტენჰემს" ესტუმრება. არსებობს მოსაზრება, რომ აღნიშნული მატჩი ოლე-გუნარ სოლსკიაერის ბოლო შანსია.
ამის გარდა, დღეს ითამაშებს "ლივერპული", რომელიც მიიღებს სენსაციების მოყვარულ "ბრაიტონ ალბიონს", "ჩელსი" ესტუმრება გამდიდრებულ "ნიუკასლს", "მანჩესტერ სიტი" კი "კრისტალ პალასს" მიიღებს.
ლა ლიგა
ყურადღების ცენტრში იქნება რონალდ კუმანის გარეშე დარჩენილი "ბარსელონა", რომელიც დღეს "დეპორტივო ალავესს" მიიღებს. ამის გარდა, მადრიდის "რეალი" "ელჩეს" ესტუმრება.
სერია ა
ტურინის "იუვენტუსი", რომელსაც "სასუოლოსთან" სენსაციური წაგების შემდეგ სჭირდება რენომეს აღდგენა, "ვერონას" ესტუმრება. უხვგოლიანი შეხვედრაა მოსალოდნელი ბერგამოს "ატალანტასა" და რომის "ლაციოს" შორის.
ბუნდესლიგა
მიუნხენგლადბახის "ბორუსიასთან" ანგარიშით 0:5 განადგურების შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნი" რეაბილიტაციას "უნიონ ბერლინთან" გასვლით შეხვედრაში ეცდება. დორტმუნდის "ბორუსია" კი "კიოლნს" მიიღებს.
15:30 - ლესტერი-არსენალი
16:00 - ელჩე-რეალი
17:00 - ატალანტა-ლაციო
17:30 - უნიონი-ბაიერნი
17:30 - დორტმუნდი-კიოლნი
18:00 - ნიუკასლი-ჩელსი
18:00 - ლივერპული-ბრაიტონი
18:00 - მან სიტი-კრისტალ პალასი
18:15 - სევილია-ოსასუნა
20:00 - ვერონა-იუვენტუსი
20:30 - ტოტენჰემი-მანჩესტერი
20:30 - ვალენსია-ვილიარეალი
23:00 - ბარსელონა-ალავესი