ავტორიზაცია

კონტეს რამდენიმე მოთხოვნა, რომლის გაჟღერების შემდეგაც მანჩესტერმა მისი დანიშნვა გადაიფიქრა

კონტეს რამდენიმე მოთხოვნა, რომლის გაჟღერების შემდეგაც მანჩესტერმა მისი დანიშნვა გადაიფიქრა
თარიღი 30 Oct 2021, 12:30

Daily Star-ის მტკიცებით, "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ანტონიო კონტე პრიორირეტული ვარიანტი აღარ არის. "წითელმა ეშმაკებმა" იტალიელი სპეციალისტის მოყვანა მისი რამდენიმე მოთხოვნის შემდეგ გადაიფიქრეს.

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილ ტაქტიკოსს ჰქონდა ასეთი ულტიმატუმი - 18 მილიონი ფუნტი სტერლინგი ყოველწლიური ხელფასის სახით, კონტრაქტი 2025 წლამდე.

სხვა - მთელი თავისი სამწვრთნელო შტაბის მოყვანა, გუნდის გადაწყობა თავის საყვარელ 3-5-2 ტაქტიკაზე და ინვესტიციები უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში.

ამის გარდა, "მანკუნიანელებს" ოლე-გუნარ სოლსკიაერისთვის კომპენსაციის გადახდით ხომ დამატებითი ხარჯი ექნებოდათ. ერთი სიტყვით, "ოლდ ტრაფორდზე" ჩათვალეს, რომ 52-წლის მწვრთნელის დანიშნვით, დამატებითი პრობლემები იქნებოდა.