ავტორიზაცია

დარჩა ვინმე? - ლივერპულს ატლეტიკოსთან მატჩისთვის 5 ნახევარმცველი დააკლდება

დარჩა ვინმე? - ლივერპულს ატლეტიკოსთან მატჩისთვის 5 ნახევარმცველი დააკლდება
თარიღი 01 ნოე 2021, 10:37

"ლივერპულის" ლაზარეთი გუნდის ნახევარმცველებით არის გადატვირთული. მერსისაიდელებს ამჟამად მწყობრში ჰყავთ სულ რაღაც სამი შუახაზელი, ესენი არიან: ჯორდან ჰენდერსონი, ალექს-ოქსლეიდ-ჩემბერლენი და კურტის ჯონსი.

რაც შეეხებათ ტრავმირებულებს - ჯეიმს მილნერი, ნაბი კეიტა და ჰარვი ელიოტი. დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ფაბინიო ტავარესისა და ტიაგო ალკანტარას თამაშიც.

ბრაზილიელი საყრდენი მთელი ძალებით ცდილობს ტრავმის მოშუშებას, თუმცა მისი საბოლოო დაბრუნების თარიღი დადგენილი ჯერჯერობით არ არის. იგივე ეხება ესპანელსაც.

ფაქტია, მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფლეიმეიქერის ინგლისური კარიერას ჯერჯერობით ვერ ვუწოდებთ შემდგარს და ამის მიზეზი სწორედ ტრავმებია. ჯამში "წითლების" ლაზარეთში 5 ჰავბეკია.

"სქაუზერების" უახლოესი მოწინააღმდეგე არის მადრიდის "ატლეტიკო", რომლის წინააღმდეგ გამართული დაპირისპირება გაიმართება 3 ნოემბერს, ჩვენი დროით 23:59 საათზე.