ავტორიზაცია

ლოჩოშვილი მძიმე ტრავმას გადარჩა - ქართველ მცველს ტვინის შერყევა აქვს

ლოჩოშვილი მძიმე ტრავმას გადარჩა - ქართველ მცველს ტვინის შერყევა აქვს
თარიღი 01 ნოე 2021, 13:58

ავსტრიული ბუნდესლიგის მე-13 ტურის ცენტრალურ მატჩში გრაცის შტურმის და ვოლფსბერგის დაპირისპირება სტუმართა მარტივი გამარჯვებით, 0-3 დასრულდა.

მასპინძელთა შემადგენლობაში არ უთამაშია ოთარ კიტეიშვილს, რომელიც გუნდის დახმარებას იანვრამდე ტრავმის გამო ვერ შეძლებს, ხოლო სასტარტოში იყო ვოლფსბერგის რიგებში ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც მეორე ტაიმის დაწყებამდე, შესვენებაზე შეცვალეს.

საქმე იმაშია, რომ 23 წლის ცენტრალურ მცველსა და შტურმის შემტევს შორის პირველი ტაიმის მიწურულს მძიმე შეჯახება მოხდა. ფეხბურთელი სერიოზულ დაზიანებას გადარჩა, თუმცა თავზე გადაღებამ აჩვენა, რომ მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს. დიდი ალბათობით, ლოჩოშვილი რამდენიმე დღით დაისვენებს და განაახლებს ვარჯიშს.

13 ტურის შემდეგ შტურმი 23 ქულით მე-2 პოზიციაზეა, ხოლო მე-3 ადგილზეა ვოლფსბერგი 21 ქულით.