"ეს ხალხი მკაცრ სასჯელს იმსახურებს, რათა მსგავსი რამ აღარ გააკეთონ", - ვინისიუსი ბარსელონას გულშემატკივრებზე

"რეალის" თავდამსხმელმა, ვინისიუს ჟუნიორმა ლა ლიგის მე-10 ტურში "ბარსელონასთან" (2:1) გამართულ მატჩში მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა.
მოგეხსენებათ, აღნიშნული დაპირისპირების მიმდინარეობისას, 21 წლის ბრაზილიელს კატალონიელმა გულშემატკივრებმა რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს.
ამავდროულად, ფორვარდი მთელი შეხვედრის განმავლობაში ებრძოდა კატალონიელი გულშემატკივრების უარყოფით დამოკიდებულებას და Goal.com-მა ერთი საინტერესო სტატისტიკური მაგალითი მოიყვანა.
აღმოჩნდა, რომ ვინისიუსს მატჩის მიმდინარეობისას შუა თითი "ბლაუგრანას" 66-მა ქომაგმა უჩვენა.
"ეს ხალხი მკაცრ სასჯელს იმსახურებს, რათა მსგავსი რამ აღარ გააკეთონ", - ციტირებს "სამეფო კლუბის" ფეხბურთელის სიტყვებს Marca.
"იმ მომენტში გადავწყვიტე არაფერი მეთქვა, რადგან თამაშზე ვიყავი კონენტრირებული", - დასძინა ახალგაზრდა შემტევმა.