"რომ გაგვიჭირდა, საგინაშვილს დავურეკეთ" - ლაზარე კუპატაძის სახალისო კომენტარი

საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის დინამოს მეკარე ლაზარე კუპატაძე ეროვნულ ლიგაში საბურთალოსთან(4-1) მოგებიდან მეორე დღეს სოციალურ ქსელში სახალისო ფოტოს აქვეყნებს.
როგორც ჩანს, ფეხბურთელმა დასვენების დღე ნაყოფიერად გამოიყენა და სათევზაოდ წავიდა, სოციალურ ქსელში კი გამოაქვეყნა თევზის ფოტო, რომელიც დაიჭირა.
აღნიშნულ ფოტოზე ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ფეხბურთელს დაუწერა: "უეჭველი შენ ნავალა და დვალიშვილი იყავით ისე ვერამოიყვანდით მაგას", რაზეც ლაზარე კუპატაძემ სახალისო პასუხი გასცა.
ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ბათუმის დინამოს მეორეადგილოსან დინამო თბილისთან უპირატესობა 4 ქულა აქვს.
ლაზარე კუპატაძე მიმდინარე სეზონში ის მეკარეა, რომელმაც კარის მშრალად შენახვა ყველაზე მეტჯერ მოახერხა(14).