ავტორიზაცია

პოზიტიური ამბები კვიპროსიდან - თორნიკე ოქრიაშვილი მოედანს უბრუნდება

პოზიტიური ამბები კვიპროსიდან - თორნიკე ოქრიაშვილი მოედანს უბრუნდება
თარიღი 03 ნოე 2021, 05:48

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა კვიპროსში გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა themasports ავრცელებს და წერენ, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, 6 ნოემბერს 29 წლის ნახევარმცველი აელ ლიმასოლის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

თორნიკე ოქრიაშვილმა აპოელის უკანასკნელი 2 შეხვედრა გამოტოვა, დოქსასთან და არისის წინააღმდეგ. მიზეზი ვირუსი იყო, რომელიც ფეხბურთელს ვარჯიშის საშუალებას არ აძლევდა.

თორნიკე ოქრიაშვილი, ბუბა დაუშვილის და გიორგი ქვილითაიას მსგავსად აპოელს 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა.