ავტორიზაცია

წასვლა გარდაუვალია? - ინსინიესთვის ბრძოლაში ორი ფავორიტი გამოიკვეთა

წასვლა გარდაუვალია? - ინსინიესთვის ბრძოლაში ორი ფავორიტი გამოიკვეთა
თარიღი 06 Nov 2021, 11:26

"ტოტენჰემი" "ნაპოლისა" და იტალიის ნაკრების თავდამსხმელის, ლორენცო ინსინიეს ხელში ჩაგდებისთვის იბრძვის, იტყობინება ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport.

30 წლის ფეხბურთელს ნეაპოლელებთან კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუხანგრძლივებია, რომელიც მომავალ ზაფხულამდეა გათვლილი, ასე რომ კლუბის ხელმძღვანელობა შეიძლება ფორვარდს მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზევე შეელიოს, რათა შემდეგ იგი უფასოდ არ დაკარგოს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ინსინიეს ხელში ჩაგდება მილანის "ინტერს" სურს და აქამდე სწორედ "ნერაძური" განიხილებოდა მთავარ პრეტენდენტად.

Transfermarkt-ის ვერსიით, ლორენცოს სატრანსფერო ფასი 48 მილიონ ევროს შეადგენს. მოგეხსენებათ, იტალიის ეროვნული ნაკრების რიგებში ინსინიემ გასულ ზაფხულს ევრო 2020 მოიგო.