სანჩესი შესაძლოა ლა ლიგაში დაბრუნდეს - ჩილელისთვის ორი გუნდი იბრძვის
"ინტერის" თავდამსხმელმა, ალექსის სანჩესმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა მილანური კლუბი დატოვოს.
როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა Calciomercato იტყობინება, 32 წლის ჩილელსადმი ინტერესს "ბეტისი" და "სევილია" იჩენენ.
ამასთანავე, აღინიშნება, რომ "ნერაძური" მზად არის სამხრეთამერიკელი შემტევი სხვა კლუბში უფასოდ გაუშვას, რომელსაც საკმაოდ დიდ ხელფასს უხდის.
სანჩესს "ინტერთან" მოქმედი ხელშეკრულებს ვადა 2023 წელს ეწურება. მისი წლიური ანაზღაურება 7 მილიონ ევროს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ სანჩესის ლა ლიგაში უკვე თამაშობდა, 2012-2014 წლებში, "ბარსელონაში", სადაც მან 141 შეხვედრაში 47 გოლის გატანა მოახერხა.