ავტორიზაცია

ბარსელონას დროებითი მწვრთნელი: "ბევრი ტრავმირებული გვყავს და მოედანზე ბავშვების შეყვანა გვიწევს"

ბარსელონას დროებითი მწვრთნელი: "ბევრი ტრავმირებული გვყავს და მოედანზე ბავშვების შეყვანა გვიწევს"
თარიღი 06 ნოე 2021, 23:03

„ბარსელონას“ დროებითმა მწვრთნელმა, სერხი ბარხუანმა, „სელტასთან“ ხელიდან გაშვებული გამარჯვება (3:3) შეაფასა.

„სამწუხაროა, რომ ლა ლიგის ამ სეზონში პირველი გასვლითი გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ. თუმცა, უნდა გავაგრძელოთ თამაში ისე, როგორც პირველ ტაიმში.

ბევრი ტრავმიანი გვყავს და ასეთ ვითარებაში მუშაობა რთულია. როცა ყველა დაბრუნდება, გუნდს მეტი შესაძლებლობა ექნება. თუ შემადგენლობას გადახედავთ, დაინახავთ, რომ მოედანზე ბავშვების შეყვანა გვიწევს.

რთულია შედეგის მიღწევა, როცა ამდენი ფეხბურთელი გაკლია. როცა ყველა ხელმისაწვდომია, ვარჯიშიც უკეთესად მიმდინარეობს, კარგი კონკურენციაც გვაქვს, რადგან თამაში ყველას უნდა. თუმცა, ახლა ამასთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს.

ტრავმების სიტუაცია უბრალოდ მკლავს. ახლა ძალიან უცნაურ მდგომარეობაში ვართ და ვისურვებდი, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. არ მინდა თავი ვიმართლო, მაგრამ ეს დიდ დაღს ასვამს.“ - აღნიშნა ბარხუანმა.