ავტორიზაცია

ფილიპე კოუტინიომ სელტასთან მატჩში მოედანზე შესვლაზე უარი თქვა

ფილიპე კოუტინიომ სელტასთან მატჩში მოედანზე შესვლაზე უარი თქვა
თარიღი 06 ნოე 2021, 23:51

   

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ, „სელტასთან“ (3:3) მატჩში მოედანზე შესვლაზე უარი თქვა.

კატალონიური გუნდის სათადარიგოთა სკამის სიახლოვეში მყოფი ჟურნალისტები იტყობინებიან, რომ ბრაზილიელმა მეორე ნახევარში გახურება დაიწყო, თუმცა მოედანზე შესვლა არ ისურვა.

„ბარსელონას“ დროებითმა მწვრთნელმა, სერხი ბარხუანმა, მატჩის შემდეგ ამაზე შეკითხვას თავი აარიდა:

„მე არ ვაქცევ ყურადღებას იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ხურდებიან და რომლებიც სათადარიგოთა სკამზე ზიან.

მატჩის დროს, მე მხოლოდ თამაშს ვაკვირდები, ეს დიდი პასუხისმგებლობაა.“ - აღნიშნა ბარხუანმა.