ავტორიზაცია

ისტორიული შანსი - ლივერპულს საკუთარი საკლუბო რეკორდის დამხობამდე ერთი მატჩის არწაგება დააკლდა

ისტორიული შანსი - ლივერპულს საკუთარი საკლუბო რეკორდის დამხობამდე ერთი მატჩის არწაგება დააკლდა
თარიღი 07 ნოე 2021, 23:36

პრემიერ ლიგის მე-11 ტურში „ლივერპული“ „ვესტ ჰემთან“ სტუმრად 2:3 დამარცხდა.

იურგენ კლოპის გუნდმა ამ წაგებით თავისივე საკლუბო რეკორდის დამხობა ვერ მოახერხა - ამ მატჩამდე, „ლივერპულს“ ყველა ტურნირის ჩათვლით ზედიზედ 25 წაუგებელი მატჩი ჰქონდა (18 მოგება, 7 ფრე).

საინტერესოა, რომ დღეს ქულების აღების შემთხვევაში, „ლივერპული“ თავის ისტორიაში საუკეთესო შედეგს დააფიქსირებდა და ყველა ტურნირის ჩათვლით ზედიზედ 26-ე მატჩს არ წააგებდა.

ახლა კი, საუკეთესოდ რჩება 1982 წლის შედეგი, როცა გუნდმა სწორედ 25 წაუგებელი მატჩი ჩაატარა, თუმცა მაშინ 20 მოიგო და 5-ჯერ ფრე ითამაშა.