ავტორიზაცია

საწყისი 12 ტურის სიმბოლურში - საბა ლობჟანიძის აღიარება თურქეთში

საწყისი 12 ტურის სიმბოლურში - საბა ლობჟანიძის აღიარება თურქეთში
თარიღი 09 Nov 2021, 12:56

თურქული ჰატაისპორის ქართველი ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე სუპერლიგის საწყისი 12 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

სიმბოლური გუნდი სუპერლიგის ოფიციალურმა პარტნიორმა Beinsports-მა გამოაქვეყნა.

თურქეთის ჩემპიონატის საწყის 12 ტურში საბა ლობჟანიძემ 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

12 ტურის შემდეგ ჰატაისპორს 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციაზეა.

საბა ლობჟანიძე ჰატაისპორს 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით ანკარაგუჯუდან შეუერთდა.