"გაეტანა ხვიჩას და ვნახავდით, რაც მოხდებოდა" - ღურწკაია რუბინის ბოლო მატჩზე...

რუსეთში მოღვაწე ცნობილმა საფეხბურთო მენეჯერმა თემურ ღურწკაიამ ყაზანის რუბინის ბოლოდროინდელ ცუდ მატჩებზე ისაუბრა.
"ვღელავ ლეონიდ სლუცკის გამო, ვგულშემატკივროდ მას და არ ვიცი რა ემართება. მე-40 წუთამდე რუბინი ძალიან მაგრად თამაშობდა, იგებდა და 5-1 კი არა, წაგებას საერთოდ არ იმსახურებდა.
მგონია, რომ ხანდახან ყაზანელები ემოციებს ძალიან ყვებიან. აი, 0-1-ზე გაეტანა ხვიჩა კვარაცხელიას, რა მომენტიც ჰქონდა და ვნახავდით, რაც მოხდებოდა," - განაცხადა ღურწკაიამ.
პრემიერლიგის 14 ტურის შემდეგ რუბინს 19 ქულა აქვს და ცხრილში მე-8 პოზიციას იკავებს.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ჩემპიონატში 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.