ფოტო, რომელიც ბარსელონას ნებისმიერ ქომაგს გულს გაუთბობს - ხავი გვარდიოლას მოედანზე მითითებას აძლევს
ხავი ერნანდესის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნის გარშემო ტრიალებს ერთგვარი სკეპტიციზმი, თითქოს ის, ამ მისიისთვის მზად არ არის.
არსებობს მოსაზრება, რომ კატალონიელი დამრიგებელი მშობლიურ კლუბში მუშაობისთვის არ მომწიფებულა, რადგან მისი გამოცდილება მხოლოდ "ალ-სადით" შემოიფარგლება.
არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ კატალონიელთა თავკაცს ჯერ კიდევ ფეხბურთელობის პერიოდში ეძახდნენ მოთამაშე მწვრთნელს და მას ამ საქმეში დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ.
41-წლის დამრიგებლის ბლაუგრანაში დაბრუნების შემდეგ, ინტერნეტში გავრცელდა ძველი ფოტო, რომელზეც ის მითითებებს თვით ხოსეპ გვარდიოლას აძლევს. ფოტო შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ: