ავტორიზაცია

განხეთქილება სათადარიგოთა სკამზე - რეალის ორი ფეხბურთელი ანჩელოტის მეთოდებით უკმაყოფილოა

განხეთქილება სათადარიგოთა სკამზე - რეალის ორი ფეხბურთელი ანჩელოტის მეთოდებით უკმაყოფილოა
თარიღი 09 ნოე 2021, 20:03

El Chiringuito-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალში" მცირე განხეთქილებამ იჩინა თავი. უფრო კონკრეტულად კი "სამეფო კლუბის" ორ ფეხბურთელს არ მოსწონს კარლო ანჩელოტის სამწვრთნელო მეთოდები. 

საუბარია ისკო ალარკონისა და ლუკა იოვიჩის შესახებ, რომლებსაც გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი "ბლანკოსის" სასტარტო შემადგენლობის წევრებად არ მოიაზრებს.

აღსანიშნავია, რომ "რეალის" ტაქტიკოსმა ესპანელ და სერბ შემტევებს თავის გამოჩენის შესაძლებლობა მაინც მისცა, თუმცა ფეხბურთელებმა თავიანთი მწვრთნელის იმედები ვერ გაამართლეს. 

მადრიდელთა წინახაზელები 62 წლის სპეციალისტის მიმართ უკმაყოფილებას არ მალავენ, თუმცა საეჭვოა რომ მათი ინიციატივით გუნდში რაიმე ცვლილება იქნას განხორციელებული. 

ისკო და იოვიჩი არიან "სამეფო კლუბის" შავ სიაში, მათი გუნდიდან წასვლა პრაქტიკულად გარდაუვალია. ესპანელი შემტევი ნახევარმცველის სახელს უკავშირებენ "მილანს", სერბის კი ტურინის "იუვენტუსს".