ავტორიზაცია

"საქართველოს საკმაოდ ძლიერი ნაკრები ჰყავს", - რომას უზბეკი ფორვარდი

"საქართველოს საკმაოდ ძლიერი ნაკრები ჰყავს", - რომას უზბეკი ფორვარდი
თარიღი 09 ნოე 2021, 20:24

უზბეკეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ელდორ შომუროდოვმა საქართველოს ნაკრებთან მოახლოებული ამხანაგური შეხვედრის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"საქართველოს ნაკრები არის ძლიერი გუნდი, რომელსაც ევროპულ დონეზე საკმაოდ კარგი შემადგენლობა ჰყავს. ამ გუნდში რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს. 

"ჯვაროსნების" წინააღმდეგ გამართული შეხვედრა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამასთან ერთად, ჩვენი მიზანი საყვარელი გულშემატკივრების გახარებაა. 

ბოლომდე ვიბრძოლებთ, მოწინააღმდეგეს არაფერს დავუთმობთ, მიუხედავად იმისა რომ, ვთამაშობთ სტუმრად და არა სახლში", - განაცხადა უზბეკმა თავდამსხმელმა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები უზბეკ მოწინააღმდეგეებს შეხვდება 15 ნოემბერს, ჩვენი დროით 18:00 საათზე. ეს იქნება ვილი სანიოლის გუნდის ბოლო მატჩი 2021 წელს.