ავტორიზაცია

ფერგიუსონი: "მთელი ჩემი კარიერა დელ პიეროს გადმობირებაზე ვოცნებობდი"

ფერგიუსონი: "მთელი ჩემი კარიერა დელ პიეროს გადმობირებაზე ვოცნებობდი"
თარიღი 09 ნოე 2021, 21:19

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა გაიხსენა, თუ როგორ ცდილობდა ალესანდრო დელ პიეროს თავის გუნდში გადმობირებას: 

"დელ პიერო არის ერათადერთი ფეხბურთელი, რომელზეც ვგიჟდებოდი. მახსოვს, როდესაც მან გაანადგურა მთელი ჩვენი დაცვა, გიგზმა და ნევილმა მისი ყიდვა მოითხოვეს.

ჩვენ ყველანი ვთვლიდით, რომ ასეთი დონის ფეხბურთელი მანჩესტერისთვის ათწლეულების განმავლობაში იქნებოდა სასარგებლო. ალესანდროსთან ერთად, კიდევ უფრო მეტ ტიტულს მოვიგებდით. 

მე მას დავუკავშირდი და ჩვენს გუნდში გადმოსვლა შევთავაზე, თუმცა მან ბოლომდეც კი არ მოისმინა ჩემი წინადადება, ისე მითხრა უარი. იტალიელისთვის იუვე საუკეთესო ადგილი იყო.

გული დამწყდა, რომ მისი ტრანსფერი არ შედგა, რადგან სხვა ასეთი ფეხბურთელი მე არ მინახავს. იუნაიტედის გარდა, ტურინელთა კაპიტანზე გალაქტიკოსების ეპოქის რეალიც ოცნებობდა". 

შეგახსენებთ, რომ "პინტურიჩიო" "ბებერ ქალბატონში" თამაშობდა 1993-2012 წლებში და ამ დროის განმავლობაში მან 705 შეხვედრაში 290 გოლის გატანა მოახერხა.