ავტორიზაცია

რეალიდან წასვლა გარდაუვალია - რომელ გუნდში ვიხილავთ მარსელოს?

რეალიდან წასვლა გარდაუვალია - რომელ გუნდში ვიხილავთ მარსელოს?
თარიღი 09 ნოე 2021, 22:38

მადრიდის "რეალის" მარცხენა მცველი, მარსელო უახლოეს მომავალში ბრაზილიაში დაბრუნებას არ აპირებს.

როგორც TNT Sports-მა ფეხბურთელის აგენტ კაიო ალვეშისგან შეიტყო, ბოლო პერიოდში რამდენიმე ბრაზილიურმა კლუბმა სცადა 33 წლის უკანახაზელთან კონტრაქტის გაფორმება, მაგრამ არცერთ მათგანთან არ გაუმართავს მოლაპარაკებები.

მარსელო "რეალში" ასპარეზობაზეა კონცენტრირებული და 2022 წლის ზაფხულის შემდეგაც, როცა კონტრაქტის ვადა ეწურება, ევროპაში აპირებს ფეხბურთის თამაშის გაგრძელებას.

აღსანიშნავია, რომ გამოცდილი სამხრეთამერიკელი მცველი მადრიდულ გრანდს 2007 წელს მშობლიური "ფლუმინენსედან" შეუერთდა და მას შემდეგ "სამეფო კლუბის" ღირსებას იცავს. მიმდინარე სეზონში "რეალის" კაპიტანმა მარსელომ მხოლოდ და მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.