ავტორიზაცია

"გლებსა და პირესს მაგონებს, არსენალში მასზე მეტს არავინ აკეთებს", - ფერდინანდმა ნახევარმცველი გამოარჩია

"გლებსა და პირესს მაგონებს, არსენალში მასზე მეტს არავინ აკეთებს", - ფერდინანდმა ნახევარმცველი გამოარჩია
თარიღი 10 ნოე 2021, 12:59

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა "არსენალის" ნახევარმცველის, ემილ სმიტ როუს შესახებ ისაუბრა.

"ახლა მათ გუნდი ჰყავთ, ერთიანი გუნდი. ისეთი ერთიანობაა, რომელიც "არსენალში" ძალიან დიდი ხანია არ მინახავს", - ციტირებს ვეტერანი ინგლისელის სიტყვებს Metro.

"იქ სმიტ როუზე მეტს არავინ აკეთებს. თამაშის სტილით ცოტა ალექსანდრ გლებს მაგონებს".

"ისიც დაბალი წინდებით თამაშობს, მისი მოძრაობები და ბურთთან ერთად მუშაობა მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქეს წონასწორობას აკარგვინებს".

"დიახ, მას აშკარად აქვს რაღაც გლებისგან, აგრეთვე აქვს რობერტ პირესის გარკვეული თვისებებიც", - დასძინა ფერდინანდმა.

"მეთოფეთა" 21 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.