ცუდი ამბავი - თორნიკე ოქრიაშვილმა მატჩისწინა ვარჯიშში მონაწილეობა ვერ მიიღო
შვედეთთან მატჩისწინა ვარჯიშზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან მონაწილეობა თორნიკე ოქრიაშვილმა ვერ მიიღო.
ბათუმი არენაზე საქართველოს ნაკრები სავარჯიშოდ 24 მოთამაშით გამოვიდა, დანაკლისი მხოლოდ თორნიკე ოქრიაშვილი იყო, რომლის ბედიც ხვალ გაირკვევა, შეძლებს თუ არა "ჯვაროსნებს" დაეხმაროს.
საქართველოსა და შვედეთის მატჩი 11 ნოემბერს, ბათუმში გაიმართება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.