ავტორიზაცია

"ყველა მეტოქესთან კარგად ითამაშეს" - შვედეთის მწვრთნელი საქართველოზე

"ყველა მეტოქესთან კარგად ითამაშეს" - შვედეთის მწვრთნელი საქართველოზე
თარიღი 10 ნოე 2021, 20:25

შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა საქართველოსთან მატჩამდე ბათუმი არენას საპრესკონფერენციო ოთახში ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემთ, რომელსაც ახალგაზრდა, ნიჭიერი მოთამაშეები ჰყავს. ისინი ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ არამხოლოდ ჩვენთან, არამედ სხვა მეტოქეების წინააღმდეგაც.

ფეხბურთი გუნდური სპორტია, წარმატებისთვის ჩვენმა ყველა მოთამაშემ მაღალ დონეზე უნდა ითამაშოს, რათა საქართველოსთან მოვიგოთ.

"რა თქმა უნდა, დიდი პატივია მწვრთნელისთვის, როცა ზლატან იბრაჰიმოვიჩისნაირი მოთამაშე გყავს. მისი გამოცდილება, მისი პიროვნება შვედეთის ნაკრებს ძალიან ეხმარება," - განაცხადა შვედეთის ნაკრების მწვრთნელმა.

საქართველოსა და შვედეთის მატჩი 11 ნოემბერს, ბათუმში გაიმართება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.