ავტორიზაცია

ბარსელონადან წასვლა პრაქტიკულად გარდაუვალია - სად გადავა კოუტინიო?

ბარსელონადან წასვლა პრაქტიკულად გარდაუვალია - სად გადავა კოუტინიო?
თარიღი 10 ნოე 2021, 20:42

"ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოს იჯარით გაშვება უნდა, წერენ ესპანურ პრესაში.

გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელთა ხელმძღვანელობა იმ კლუბებს ეძებს, რომლებიც მზად არიან 29 წლის ბრაზილიელი გადაიბირონ.

ასე და ამგვარად, როგორც აღინიშნება, კოუტინიო შესაძლოა "არსენალში" ან "ტოტენჰემში" ვიხილოთ. ცნობისთვის, "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა სამხრეთამერიკელის იჯარით დამატების თაობაზე "ბარსას" წინადადება იუარა, რადგან ფეხბურთელთან მუშაობა არ უნდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში კოუტინიოს სახელი დაუკავშირეს "ნიუკალს იუნაიტედსაც", რომელიც ახალ მფლობელებთან ერთად, ფინანსურად მოძლიერდა.