სანიოლმა შვედეთის ნაკრების მწვრთნელს უპასუხა: "იღბალი? პირველ მატჩში სწორედ მის გუნდს გაუმართლა"
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა შვედეთთან შეხვედრა შეაფასა. შეგახსენებთ, "ჯვაროსნებმა" სკანდინავიელები 2:0 დაამარცხეს.
"კვარაცხელიას კარგი პერიოდი არ ჰქონია, თუმცა მისი ყოველთვის მეიმედებოდა. ნდობა არც შემდეგ მატჩებში დაიკარგება, რადგან ჩვენ ყველას ხვიჩასთვის კარგი გვინდა.
რაც შეეხება შეცვლას, საგანგაშო არაფერია, ის უბრალოდ დაიღალა. ანდერსენის აზრით საქართველოს გაუმართლა? იღბალი პირველ შეხვედრაში სწორედ შვედეთის მხარეს იყო.
ძალიან გახარებულები ვართ, რადგან მომენტების რეალიზება შევძელით. მსურს აღვნიშნო მაყურებლის ფაქტორიც როგორც თბილისში, ასევე, ბათუმში.
უკეთესი მომავლის იმედი რა თქმა უნდა გვაქვს, რადგან გამარჯვებებს სტაბილური სახე უნდა მიეცეს. გვსურს, რომ ჩვენი გულშემატკივარი ხშირად გავახაროთ", - განაცხადა ფრანგმა.