ავტორიზაცია

იბრაჰიმოვიჩი: "მეტოქის დაუფასებლობა? არა, საქართველომ უბრალოდ შეძლო და ორი გოლი გაგვიტანა"

იბრაჰიმოვიჩი: "მეტოქის დაუფასებლობა? არა, საქართველომ უბრალოდ შეძლო და ორი გოლი გაგვიტანა"
თარიღი 12 ნოე 2021, 00:23

საქართველოსა და შვედეთის ეროვნული შეხვედრების შემდეგ, (2:0), სტუმართა ლიდერმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ქართულ მედიასთან საუბარში მცირე კომენტარი გააკეთა:

"დაუფასებლობა? ვერ ვიტყვი იმას, რომ საქართველოს ნაკრები სათანადოდ არ დავაფასეთ. მოწინააღმდეგემ უბრალოდ შეძლო და ჩვენს კარში ორი უპასუხო გოლი გაიტანა.

ახლა მთავარია შემდეგ შეხვედრებზე გადართვა და საჭირო შედეგის მიღწევა, წინ ხომ ესპანეთთან დაპირისპირებაა", - განაცხადა ვეტერანმა შვედმა თავდამსხმელმა.

შეგახსენებთ, რომ სკანდინავიელების კარში დუბლი შეასრულა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც "ჯვაროსნებში" უკვე ხუთი გოლი დაუგროვდა. აქვე დავამატებთ, ჩვენი ნაკრების შემდეგი მეტოქე უზბეკეთი იქნება.