ბარსელონას პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ხავის დანიშვნის შემდეგ ვარჯიშზე დაიგვიანა
"ბარსელონას" შემტევი, ოსმან დემბელე კლუბის მხრიდან კიდევ ერთხელ დაჯარიმდება. ESPN-ზე დაყრდნობით, ფრანგმა ვინგერმა კატალონიელთა ვარჯიშზე კვლავ დაიგვიანა.
"ბლაუგრანას" ახალგაზრდა გარემარბი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ხავი ერნანდესის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, დაიგვიანა.
"ლურჯ-ბროწეულისფრების" ვარჯიში იწყება 08:30 საათზე, მაშინ, როდესაც გუნდის მეშვიდე ნომერი სავარჯიშო ბაზაზე გამოცხადდა დაგვიანებით, 08:33 საათზე.
კატალონიელი თავკაცის დადგენილებით, ბარსას მოთამაშეები ვარჯიშზე საათნახევრით ადრე უნდა გამოცხადდნენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხის გადახდა მოუწევს 24 წლის ფლანგელს.