ავტორიზაცია

"გატუზოსთან და ვან ბრონკჰორსტთან ერთად, რეინჯერსმა მწვრთნელად არველაძეც უნდა განიხილოს", - მური

"გატუზოსთან და ვან ბრონკჰორსტთან ერთად, რეინჯერსმა მწვრთნელად არველაძეც უნდა განიხილოს", - მური
თარიღი 13 ნოე 2021, 21:22

"გლაზგო რეინჯერსის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, კრეიგ მურმა შოთა არველაძის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. ავსტრალიელმა "ლურჯებს" მომავალ მწვრთნელად სწორედ ქართველი ურჩია. 

"ვფიქრობ, გატუზოსა და ვან ბრონკჰორსტთან ერთად, რეინჯერსის სამწვრთნელო სიაში არველაძეც უნდა იყოს. საინტერესო იქნება მისი ხილვა ყოფილ გუნდში, ამჯერად უკვე მწვრთნელის რანგში". 

შეგახსენებთ, რომ "ჩაფრებმა" ახალი სპეციალისტის ძიება დაიწყეს მას შემდეგ, რაც სტივენ ჯერარდმა ბირმინგემის "ასტონ ვილას" მიაშურა. "რეინჯერსის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ჯერ კიდევ ვაკანტურია. 

აქვე დავამატებთ, რომ გლაზგოელების გარდა, "ტრაბზონსპორის" ყოფილი დამრიგებლის სახელს აგრეთვე აქტიურად უკავშირებენ ჩემპიონშიფის ბინადარ, "ჰალ სიტის". 

48-წლის მწვრთნელის უკანასკნელი კლუბი იყო ტაშკენტის "ფახთაქორი", რომელიც მან 2020 წლის ბოლოს დატოვა. რუსულმა პრესამ კი არველაძე "კრასნოდარს" დაუკავშირა.