ავტორიზაცია

შოთა არველაძის მინიშნება მომავალი სამსახურის შესახებ: "მზადება ახალი გამოწვევებისთვის"

შოთა არველაძის მინიშნება მომავალი სამსახურის შესახებ: "მზადება ახალი გამოწვევებისთვის"
თარიღი 13 ნოე 2021, 22:27

როგორც მოგეხსენებათ, შოთა არველაძის სახელს საკმაოდ აქტიურად უკავშირებენ ჩემპიონშიფის ბინადარს, "ჰალ სიტის". თურქული პრესა უკვე არსებული შეთანხმების შესახებაც წერს.

ცოტა ხნის წინ, მინიშნება ახალი სამსახურის თაობაზე გააკეთა თავად ქართველმა სპეციალისტმა, რომელმაც თავის სოციალურ ქსელში საკმაოდ საინტერესო პოსტი განათავსა.

"მზადება ინგლისური ენის გამოცდისთვისა და ახალი გამოწვებებისთვის", - წერს "ტრაბზონსპორის" ყოფილი დამრიგებელი. როგორც ვხედავთ, 48-წლის მწვრთნელი რეალურად ემზადება "ვეფხვებში" მუშაობისთვის.

არაა გამორიცხული, რომ არველაძე იორკშირში უკვე რამდენიმე დღეშიც კი ვიხილოთ. ქართველი სპეციალისტის სახელი დაუკავშირეს "გლაზგო რეინჯერსსაც", მაგრამ ოფიციალურ წინადადებამდე საქმე არ მისულა.

აქვე დავამატებთ, ინგლისის ქვედა დივიზიონში ჩატარებული 17 ტურის შემდეგ, "შავ-ყვითლები" 12 ქულით არიან 22-ე ადგილზე, რაც გასავარდნ ზონაში ყოფნას ნიშნავს.