"ბარსელონაში დაბრუნება? სამწვრთნელო ლიცენზიის აღებას ვგეგმავ", - ინიესტა
"ბარსელონას" ლეგენდარულმა შემტევმა ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ თავის მშობლიურ კლუბში შესაძლო დაბრუნების შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.
"არ ვიცი, რა იქნება მომავალში. ბარსელონაში დაბრუნება ძალიან მინდა, თუმცა სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ვიცი თუ როდის და რამდენად მოხერხდება ეს საერთოდ.
მსურს ავიღო სამწვრთნელო ლიცენზია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, აღნიშნულ ამპლუაში საკუთარ თავს ვერ ვხედავ. მე უბრალოდ მინდა, რომ დავეხმარო სხვებს.
გული მწყდება მშობლიური კლუბის ასეთ მდგომარეობაში ხილვით, განსაკუთრებით ასე, შორიდან. კატალონიაში არიან ჩემი მეგობრები, რომლებიც მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობენ.
იმედი მაქვს, ისინი მოახერხებენ ჩვენი საყვარელი კლუბის ფეხზე წამოდგომას. მჯერა, რომ ლაპორტა და ხავი "ბლაუგრანას" უშველიან", - განაცხადა ესპანელმა ფლეიმეიქერმა.
"ეს დიდი სიხარულია", - ბუსკეტსმა ბარსელონაში დანი ალვეშის დაბრუნება შეაფასა