ავტორიზაცია

წერენ, რომ კვლავ ტრავმა აქვს - ჩაკვეტაძე უზბეკეთთან მატჩს გამოტოვებს

წერენ, რომ კვლავ ტრავმა აქვს - ჩაკვეტაძე უზბეკეთთან მატჩს გამოტოვებს
თარიღი 14 Nov 2021, 23:58

საქართველოს ნაკრების წლის ბოლო მატჩს უზბეკეთის წინააღმდეგ გიორგი ჩაკვეტაძე გამოტოვებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს და წერენ, რომ 22 წლის ნახევარმცველს ტრავმა აქვს, თუმცა რა სიმძიმის არაა ცნობილი ჩვენთვის.

ეს ყველაფერი დიდ ეჭვს ბადებს გულშემატკივარში, მითუმეტეს, უზბეკეთთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლის კომენტარის შემდეგ, რაც გიორგი ჩაკვეტაძე გააკრიტიკა.

"რატომ არ ვათამაშე ჩაკვეტაძე? იმიტომ, რომ რაც ვარჯიშებზე ვნახე, ვთვლი, რომ არ იმსახურებდა შვედეთთან შეხვედრას. ნიჭი არის საქმის მხოლოდ 30%, დანარჩენი შრომა, საქმისადმი თავის მიძღვნა და გუნდური სულია. იმედი მაქვს, ჩაკვეტაძე შემდეგ თვეებში კლუბში უფრო მეტს ითამაშებს," - განაცხადა ვილი სანიოლმა.

საქართველოსა და უზბეკეთის მატჩი 15 ნოემბერს გორში გაიმართება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.