ულტიმატუმი მანჩესტერ სიტის — რა შემთხვევაში განიხილავს სტერლინგი ბარსელონაში გადასვლას?
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, რაჰიმ სტერლინგმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.
მოგეხსენებათ, 26 წლის ინგლისელისთვის კატალონიის "ბარსელონა" იბრძვის, რომელსაც მისი ხელში ჩაგდება იანვარშივე სურთ.
ბრიტანული მედიის ცნობით, თავად რაჰიმი მზად არის "ბარსაში" იჯარის წესით გადასვლის ვარიანტი განიხილოს, თუ "ქალაქელთა" რიგებში მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.
როგორც აღინიშნება, სტერლინგის მთავარი მოთხოვნა მანჩესტერელთა ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაბრუნებაა.
"სიტის" თავდამსხმელს კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 90 მილიონ ევროს შეადგენს.
მიმდინარე სეზონში სტერლინგმა პეპ გვარდიოლას გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 15 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.