ავტორიზაცია

"ჩამორჩენის აღმოფხვრა შეუძლია", - რუმენიგემ სერია ა-ში მილანისა და ნაპოლის კონკურენტი დაასახელა

"ჩამორჩენის აღმოფხვრა შეუძლია", - რუმენიგემ სერია ა-ში მილანისა და ნაპოლის კონკურენტი დაასახელა
თარიღი 15 ნოე 2021, 15:32

"ბაიერნის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ სერია ა-ს მოგებასთან დაკავშირებით "ინტერის" შანსები შეაფასა.

"ინტერს" ჩამორჩენის აღმოფხვრა შეუძლია. "მილანი" და "ნაპოლი" საოცრად კარგად მიდიან, მაგრამ დრო ჯერ კიდევ არის და "ინტერს" ყველა საჭირო უნარი აქვს ჩემპიონობის დასაცავად, მიუხედავად ტრანსფერებისა".

"ცხადია, ძლიერი ფეხბურთელები წავიდნენ, მაგრამ განხორციელდა ჭკვიანური ტრანსფერები და შესაფერისი მწვრთნელიც მიიწვიეს".

"დღეს მწვრთნელზე იმაზე მეტადაა ყველაფერი დამოკიდებული, ვიდრე ოდესმე და ინძაგი ძალიან საინტერესო საქმეს აკეთებს, ეს აქამდეც ვთქვი", - ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Calcionews24.

შეგახსენებთ, გასული სეზონის დასრულების შემდეგ, ანტონიო კონტემ "ნერაძურის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, მისი ადგილი კი სიმონე ინძაგიმ დაიკავა.