სანიოლი ჩაკვეტაძის არყოფნის შესახებ: "გადაწყდა, რომ შეკრება უნდა დაეტოვებინა"
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა უზბეკეთთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, რამდენიმე საკმაოდ საინტერესო საკითხზე ისაუბრა:
"ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი არ ყოფილა. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იყო, რომ წელი დადებით ნოტაზე დაგვესრულებინა. პირველ ტაიმში იყო მომენტები, სადაც უკეთ უნდა გვეთამაშა, თუმცა შვედეთთან მატჩის შემდეგ შესაძლოა, ზოგიერთი ფეხბურთელი დაღლილი იყო.
რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, 2 დღის წინ მასთან საუბარი გქვონდა. გიორგის პრობლემა ჰქონდა, რომელიც ძველი ტრავმით იყო გამოწვეული. რადგან ტკივილში გადაიზარდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და გადაწყდა, რომ შეკრება უნდა დაეტოვებინა.
კონკრეტულ სათამაშო სქემას მეტოქის გათალისწინებით ვარჩევთ, რა თქმა უნდა, როდესაც მწვრთნელს მეტი არჩევანი აქვს, უკეთესია. შვედეთის წინააღმდეგ დავით ვოლკოვით კმაყოფილი ვიყავი.
ვფიქრობ, რომ მას კიდევ უფრო მაღალ დონეზე სათამაშოდ ჩვენთან ხშირი ყოფნა დაეხმარება, უზბეკეთის წინააღმდეგ გოლი კი მისთვის დამატებითი სტიმული იქნება", - განაცხადა ფრანგმა.