ავტორიზაცია

კეინი: "კვალიფიკაციის გავლა ადვილი არ არის - სხვა ჯგუფებს გადახედეთ"

კეინი: "კვალიფიკაციის გავლა ადვილი არ არის - სხვა ჯგუფებს გადახედეთ"
თარიღი 16 ნოე 2021, 12:24

ინგლისის ნაკრების თავდასმხმელმა, ჰარი კეინმა, სან მარინოსთან 10:0 მოგების შემდეგ, 2022 წლის მუნდიალზე გასვლა შეაფასა.

ამ შეხვედრაში ინგლისელმა ფორვარდმა პოკერი შეასრულა, ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობა 48-მდე გაზარდა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში გარი ლინეკერთან ერთად მესამე ადგილს იკავებს. 

მათზე წინ მხოლოდ ბობი ჩარლტონი (49) და უეინ რუნი (53) არიან.

„ყველაფერი ბოლო მატჩში გადაწყდა და იმედი გვქონდა, რომ მოვიგებთ და ამ ამოცანას თავი იდეალურა დგავართვით. კვალიფიკაციის გავლა ადვილი არ არის - სხვა ჯგუფებს გადახედეთ.

როცა ვიგებთ, ხალხი მეტოქეებს სუსტად მოიხსენიებს, მაგრამ შესანიშნავი გრძნობაა, როცა შემდეგ ეტაპზე პირდაპირ გადიხარ.

ყოველთვის მეამაყება, როცა ინგლისის ნაკრების მაისურს ვატარებ. როცა გოლს ვიტან - ეს ერთ-ერთი საუკეთესო შეგრძნებაა, რომელიც კარიერაში განმიცდია.“ - ციტირებს კეინის სიტყვებს Evening Standard.